Abstract
ქრისტინა ხუფენია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
თბილისი, , საქართველო
E-mail: kristina.khupenia272@eab.tsu.edu.ge
http://orcid.org/0000-0001-6789-0376
მოკლე აღწერა
კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს, მომსახურების სფეროში ლიდერი კომპანიის, კერძოდ, სს საქართველოს ბანკის მაგალითზე პერსონალის შერჩევის და მართვის თანამედროვე ასპექტების ანალიზი. არსებული მეთოდების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება, პერსონალის შერჩევის საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი რეკომენდაციების და დასკვნების შემუშავება ამ მიმართულებით. აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, დასახულია შემდეგი ამოცანები: პერსონალის მართვის და შერჩევის ასპექტების ანალიზი სს საქართველოს ბანკის მაგალითზე; პერსონალის შერჩევის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლების შესწავლა, შერჩევის პროცესის შეფასება და ადაპტირება თანამედროვე მოთხოვნებთან; საქართველოს ბანკის თანამშრომლების გამოკვლევა ტესტირებით და სოციოლოგიური კვლევებით; პერსონალზე მოთხოვნილების დადგენა და ინდივიდის ქცევის ფსიქოლოგიური თავისებურებების ასპექტების განსაზღვრა; ინდივიდის პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების შესაბამისობის დადგენა პერსონალის შერჩევის პროცესში; პერსონალის შერჩევის საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი.
თანამედროვე მსოფლიო მუდმივი ცვლილებებით და გარდაქმნებით გამოირჩევა. ცვლილებები მოიცავს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს და უკავშირდება ისეთ მოვლენებს, როგორიცაა გლობალიზაცია, დემოკრატიის განვითარება, კონკურენციის გაძლიერება და ა.შ .
ცხადია, თანემედროვე ეპოქაში მხოლოდ ტექნოლოგიების განვითერება არ წარმოადგენს ორგანიზაციის მთავარ მიღწევას და წარმატების საფუძველს. ამ ცვლილებების მთავარ გამოწვევას, თანამედროვე ორგანიზაციაში წარმოადგენს ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური ხედვით, ინტელექტით, კრიტიკული აზროვნებით და ეფექტური კომუნიცაკიის უნარით.
Publisher
National Institute of Economic Research
Cited by
3 articles.
订阅此论文施引文献
订阅此论文施引文献,注册后可以免费订阅5篇论文的施引文献,订阅后可以查看论文全部施引文献