Author:
Gechbaia Badri,Tsilosani Amiran
Abstract
ბადრი გეჩბაია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ბათუმი, საქართველო
E-mail: gechbaia.badri@bsu.edu.ge
http://orcid.org/0000-0003-2815-2228
ამირან წილოსანი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
ბათუმი, საქართველო
E-mail: atsilosani@gmail.com
http://orcid.org/0000-0003-2809-5964
JEL Classification: O18, R1, R40
DOI: 10.46361/2449-2604.7.2.2020.104-113
მოკლე აღწერა
2019 წლის მიწურულსა და 2020 წლის დასაწყისში პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, რასაც შედეგად მოჰყვა, გლობალურად, მსოფლიო ქვეყნების საზღვრების ჩაკეტვა, ადგილი ჰქონდა საზღვაო ტვირთების გადაადგილების გარკვეულ შეფერხებებს. მოცემულ პირობებში, რიგი ქვეყნებისათვის, ერთადერთ ხსნად სახმელეთო სატრამსპორტო საშულებები იქცა, რამაც კვლავ გააცოცხლა ინტერესი სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნების მიმართ.
ერთ-ერთ ასეთ სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს „ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი“, რომელიც დაარსების დღიდან დღემდე არ ფუნქციონირებდა სრული დატვირთვით, თუმცა აქვს მომავალი განვითარების დიდი პოტენციალი, რისი ნათელი მაგალითებიც არის მოცემული დერეფნის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ (BTC) ნავთობსადენი, „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ (BTE) გაზსადენი და „ბაქო-თბილისი-ყარსის“ (BTK) სარკინიგზო მაგისტრალი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დერეფნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას.
მოცემული ნაშრომის მიზანია „ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის“ მნიშვნელობის, შესაძლებლობების და ასევე შესაძლო განვითარების გზებისა და პერსპექტივების განსაზღვრა, რეგიონში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. კვლევის მიზანია აღწეროს ევრაზიის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები და გამოკვეთოს „ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის“ ძლიერი და სუსტი მხარეები.
აღნიშნული კვლევის ორიგინალურობა და ღირებულება მდგომარეობს „ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის“ არსებული მდგომარეობის შესწავლაში, მის კონკურენტუნარიანობის განსაზღვრაში სხვა ალტერნატიულ სატრანსპორტო დერეფნებთან მიმართებაში და ასევე არსებული და პოტენციური პერსპექტივების გამოვლენასა და მათი მიღწევის გზების განსაზღვრაში.
კვლევის მიზნების მისაღწევად გამოყენებულ იქნა ინფორმაციის მოპოვების კომპლექსური მეთოდები. ბიბლიოგრაფიული კვლევით განხორციელდა მეორადი მონაცემების მოპოვება, დახარისხება და ანალიზი. კვლევის თეორიული საფუძველია მოცემულ საკითხზე არსებული ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, კვლევები, პუბლიკაციები, პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების სტატიები, ინტერნეტით მოძიებული მონაცემები.
ნაშრომში განხილულია „ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის“ მომავალი განვითარებისა და სრული დატვირთვით ფუნქციონირების პერსპექტივები ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და ტვირთბრუნვის გაზრდის შედეგად.
საკვანძო სიტყვები: ევრაზია; ცენტრალური აზია; ტრასეკა; სატრანსპორტო დერეფნები
Publisher
National Institute of Economic Research
Cited by
2 articles.
订阅此论文施引文献
订阅此论文施引文献,注册后可以免费订阅5篇论文的施引文献,订阅后可以查看论文全部施引文献