Author:
Gechbaia Badri,Tsilosani Amiran
Abstract
ბადრი გეჩბაია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ბათუმი, საქართველო
E-mail: gechbaia.badri@bsu.edu.ge
http://orcid.org/0000-0003-2815-2228
ამირან წილოსანი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
ბათუმი, საქართველო
E-mail: atsilosani@gmail.com
http://orcid.org/0000-0003-2809-5964
JEL Classification: F15, H54, R40
DOI: 10.46361/2449-2604.7.2.2020.95-103
მოკლე აღწერა
საქართველო ისტორიულად დაკავშირებულია „აბრეშუმის გზის“ სატრანსპორტო დერეფანთან, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობით აკავშირებდა ერთმანეთთან აზიისა და ევროპის ქვეყნებს.
„აბრეშუმის გზის“ სატრანსპორტო დერეფანმა ბოლო ათწლეულებშიც არ დაკარგა თავისი აქტუალობა. ამაზე მიანიშნებს ევრაზიის რეგიონში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყნების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი სატრანსპორტო დერეფნების მცირე და მასშტაბური ფორმებით განვითარება და ურთიერთთანაშრომლობის ახალი შეთანხმებების გაფორმება და გაერთიანებების ჩამოყალიბება, რომლებიც ისტორიული „აბრეშუმის გზის“ მარშრუტის შემადგენელი ნაწილია.
მოცემულ ნაშრომში განხილულია კავკასიისა და ევრაზიის რეგიონებში წარმოდგენილი სატრანსპორტო დერეფნები, რომლებიც რეგიონის მსხვილი მოთამაშეების, როგორებიც არიან ევროკავშირი, ჩინეთი, რუსეთი და ირანი, ეკონომიკური ინტერესებისა და მათი გავლენების არეალის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია ევრაზიის რეგიონში.
მოცემული ნაშრომის მიზანია საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფანი ქვეყნის, მნიშვნელობისა და შესაძლებლობების განსაზღვრა იმ მოცემულობაში, რომ რეგიონში პარალელურად მიმდინარეობს ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნების ფორმირება და ასევე დაკვირვება, თუ როგორ ვითარდება მოვლენები ამ პროცესებთან დაკავშირებით ევრაზიის რეგიონში. კვლევის მიზანია აღწეროს ევრაზიის რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა და გამოკვეთოს საქართველოს, როგორც ევროკავშირისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი-ქვეყნის ძლიერი და სუსტი მხარეები.
აღნიშნული კვლევის ორიგინალურობა და ღირებულება მდგომარეობს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფანი-ქვეყნის მდგომარეობის შესწავლაში, რეგიონში სხვა ალტერნატიულ სატრანსპორტო დერეფნების განვითარებასთან მიმართებაში და ასევე არსებული და პოტენციური სუსტი პოზიციების გამოვლენასა და მათი დაძლევის გზების განსაზღვრაში.
კვლევის მიზნების მისაღწევად გამოყენებულ იქნა ინფორმაციის მოპოვების კომპლექსური მეთოდები. ბიბლიოგრაფიული კვლევით განხორციელდა მეორადი მონაცემების მოპოვება, დახარისხება და ანალიზი. კვლევის თეორიული საფუძველია მოცემულ საკითხზე არსებული ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, კვლევები, პუბლიკაციები, პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების სტატიები, ინტერნეტით მოძიებული მონაცემები.
მოცემულ ნაშრომში განხილულია ევრაზიის რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და რეგიონის ზოგიერთი ქვეყნისათვის დაწესებული საქნციების გავლენა შუა დერეფნის ფუნქციონირებაზე, რაც დადებითად ისახება დერეფნის ფუნქციონირებაზე. ასევე განხილულია ის მიმდინარე ლოგისტიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც არის აღნიშნული დერეფნის მონაწილე ქვეყნები.
საკვანძო სიტყვები: ევრაზია; ლოგისტიკა; ტრანსპორტირება; სატრანსპორტო დერეფნები;
Publisher
National Institute of Economic Research
Cited by
2 articles.
订阅此论文施引文献
订阅此论文施引文献,注册后可以免费订阅5篇论文的施引文献,订阅后可以查看论文全部施引文献