საპენსიო ასაკის აკადემიური პერსონალის გამოწვევები გენდერული ნიშნით

Author:

Kharadze Natalia,Pirtskhalaishvili2 Dea,Dugladze Davit

Abstract

1ნატალია ხარაძე, დეა ფირცხალაიშვილი2, დავით დუგლაძე3   1, 2ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველო   აკადემიური პერსონალის კარიერის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, სა­პენ­­სიო ასაკში მათი ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა. აღნიშნულ საკითხთან დაკავ­ში­რე­ბი­თ, სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგას. შესაბამისად, საქართ­ვე­ლო­შ­იც განათლების სექტორში დასაქმებულების  პრობლემებიც საყურადღებოა. ჩვენ მიერ ჩატარე­ბუ­ლი კვლევაც აღნიშნულ საკითხებს მიეძღვნა. გამო­კითხული იქნა წამყვან უნივერსიტეტებში მომუშავე აკადემიური პერსონალი, რომე­ლ­თა­გან   71.9%  იყო ქალი (453). მონაცემთა დამუშავება განხორციელდა SPSS პროგრამული პაკეტის გა­მო­ყენებით. ქალთა საპენსიო საკითხები გამოკვლეულია სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთია  სამ­სახურის დაკარგვის შიში, რომელიც  მოიცავს ფაქტორების რამდენიმე ბლოკს. პი­რველ ბლოკში განვიხილეთ ფინანსებთან დაკავშირებული  უკიდურესად მნიშვნელოვანი პრობ­ლემები, კერძოდ, ხარისხიანი კვება, ჯანმრთელობის შენარჩუნება, ოჯახის დახმარება და სხ­ვა. კვლევის პროცესში ჩამოვაყალიბეთ  რამდენიმე მნიშვნელოვანი ჰიპოთეზა:  საპენსიო დანაზოგი (Q9) გავლენას ახდენს შემდეგ ცვლადზე - საპენსიო ასაკში სამუშაოს დაკარგვის შიში (Q8); საპენსიო დანაზოგი (Q9) გავლენას ახდენს შემდეგ ცვლადზე - ვერ შევძლებ მაღალი ხარისხის საკვების შეძენას (q14_1); საპენსიო დანაზოგი (Q9) გავლენას ახდენს შემდეგ ცვლადზე - ვერ შევინარჩუნებ ჯან­მრ­თე­ლობის მდგომარეობას (q14_2); საპენსიო დანაზოგი (Q9) გავლენას ახდენს შემდეგ ცვლადზე - ვერ ვიმოგზაურებ (q14_3); საპენსიო დანაზოგი (Q9) გავლენას ახდენს შემდეგ ცვლადზე –ვერ დავეხმარები ჩემს ახლობლებს (q14_4); საპენსიო დანაზოგი (Q9) გავლენას ახდენს შემდეგ ცვლადზე – ფსიქოლოგიურად რთული იქნება ჩემთვის  სამუშაო ადგილის დატოვება (q14_5); საპენსიო დანაზოგი (Q9) გავლენას ახდენს შემდეგ ცვლადზე - გიფიქრიათ, როგორ გაანაწილოთ  დრო, რომელიც გამოგითავისუფლდებათ  პენსიაზე გასვლის შემდეგ? (q16).             კვლევაში წამოჭრილი პრობლემების იგნორირება სერიოზულ გავლენას მოახდენს უმაღ­ლე­სი განათლების სისტემაში დასაქმებულებზე და შეამცირებს მომავალ თაობაში აღნიშნული დარ­გის მიმართ მოტივაციას. ქვეყნისთვის გადამწყვეტი უნდა იყოს იმ სტრესული გარემოს შემ­ცი­რება, რომელშიც პედაგოგებს უწევთ საქმიანობა. მნიშვნელოვანია პრობლემების გამომწვევი მიზ­ეზების კვლევა და მათი გადაჭრის გზების ძიება.   საკვანძო სიტყვები: საპენსიო ასაკი, ქალები, კარიერის მენეჯმენტი, სამუშაო-ცხოვრების ბა­ლანსი, თავისუფალი დრო

Publisher

Batumi Navigation Teaching University

Subject

General Medicine

同舟云学术

1.学者识别学者识别

2.学术分析学术分析

3.人才评估人才评估

"同舟云学术"是以全球学者为主线,采集、加工和组织学术论文而形成的新型学术文献查询和分析系统,可以对全球学者进行文献检索和人才价值评估。用户可以通过关注某些学科领域的顶尖人物而持续追踪该领域的学科进展和研究前沿。经过近期的数据扩容,当前同舟云学术共收录了国内外主流学术期刊6万余种,收集的期刊论文及会议论文总量共计约1.5亿篇,并以每天添加12000余篇中外论文的速度递增。我们也可以为用户提供个性化、定制化的学者数据。欢迎来电咨询!咨询电话:010-8811{复制后删除}0370

www.globalauthorid.com

TOP

Copyright © 2019-2024 北京同舟云网络信息技术有限公司
京公网安备11010802033243号  京ICP备18003416号-3